კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:26

 

 

 

შენს წიგნზე ასხმულს გადაკინძულს ლექსების ჯაგანს,

ტყვედა ჰყავს გული, რომ გრძნობები გაანამყენოს,

არ გიყვარს ცრემლი და არც ეძებ სიცოცხლის საგანს,

გინდა ღიმილმა მზე დაჰფაროს, გადააყენოს.


სინდიყის სარკედ აელვარებ სიტყვას ჭკვიანურს,

უმზითვო ფიქრებს სხვას უგზავნი მუდამ გირაოდ,

გაცვეთილ ჰანგზე არ აღიმებ თარს და ჭიანურს,

გინდა რომ ლექსი დაედევნოს ღრუბლებს ირაოდ.


ზეცის კენწერო შენ დაჰღუნე, შენ დაიწოდე,

გეარშიყება ნარიყალა, კოხტა, საქები,

რას მოასწავებს შენი ყოფნა, ნეტავ ვიცოდე,

რომ მტრების შურით არა სჭკნები, არ ილაქები...


შენ ყველა გეტრფის და გულშივე მალავენ თითქოს,

არა ხარ ფლიდი, მატყუარა და არც თილისმა,

თვით მტკვარსაც უნდა შენის ეშხით ცა შეიხვითქოს,

და შეგიყვაროს დაღონებულ ძველმა ტფილისმა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნინო თარიშვილი  • • •   ნინო თარიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ