ალერსით უხვი ხავერდის პირი, თვალი ცისფერი, სახე ნარცისის, დაუთვლელ ფიქრის სიტყვები ძვირი, ვეტრფი მკრთალ ხელებს, მაგრამ არ იცის.
ცრემლით ვაშენებ სევდის აკლდამებს, ვიგონებ ტფილისს, იხსნება ფარდა, ვეღარ გავუძლებ, რა ვქნა აქ ღამეს.
ღიმილს რომ ვსვამდით მარწყვის თასებით, წარსულის ლანდი დღევანდელს არ ჰგავს და ცა ელვარებს ვერცხლის თასმებით.
სიყვარულს ვატან ლექსებს პრობლემად, ოცნების ბორბალს შევყევი შიგნით მე და ეს წიგნი დავრჩით ობლებად. |
პოეზიის გვერდი • • • |