ფერმკრთალი სახე, ლურჯი თვალები, მე უშენობას ვერ გადავიტან, ფიქრს აწვალებენ ამორძალები, მსურს ყველაფერი გითხრა თავიდან:
ის გაგიჟებულ თვალებს ამირევს, ჩემი ფეტიში - ლურჯი დამანი შენს მოლოდინში გულს გადამილევს.
დავწურავთ განცდებს, ვით მწიფე მტევანს - ვნება ავისხათ ტანზე ჯაგნებად და წინ გაუსწროთ ადამს და ევას.
დღე ღამე ვკრიფოთ და ღამე დღისით, გრძნობა ალერსით გაიზომება და ვერ გახდება სხვა ჩვენი ღირსი.
ამაკანკალებს დრო დასაშური, და ორსევდიან ანდროგინებად ფიქრი დასჭკნება - მზე-ბუდეშური.
უხმო ლოდინით მოვირკალები, დაიბნა ხედვა, აღარ მასვენებს ფერმკრთალი სახე, ლურჯი თვალები. |
პოეზიის გვერდი • • • |