კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:37

 

 

 

მწუხარე ხელების მძიმე აბრეშუმი,

ფერმკრთალ ნარცისების თვალთა სიღარიბე,

არის შეყვარება მარტო შენს გარშემო,

ფიქრები დავაწყე, როგორც სიგარები.


ყურძენს ჩამოვკრეფავ მკერდებ დასიცხული,

ველი საოცრებას, როგორც ბედუინი,

უცბად გადაირბენს მარდი ასი ცხენი

და თმებს დამიკოცნის ნდომა გაბედული.


ვნებით შემოკლდება გზები გულისაკენ,

როგორ მიხარიან შენთან უმეტესად!

მინდა აელვარდეს ოქროს კულისებით

მზე და სიხარული, როგორც პოეტესა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნინო თარიშვილი  • • •   ნინო თარიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ