როგორც ჰაერი და სიზმარი მუდამ ხარ ჩუმი, გრძელ წამწამებით სიყვარული იფარავს ვუალს, შენი ალერსი დაქანცული არის ფარჩული, ღია თვალებით დავაბარებ ყველასთან უარს.
წამი ძვირფასი გავაფრინეთ მთვარესთან მძევლად, დღეს შენც მიხვდები მოგონებამ არ დამიცადა და შრიალებენ პასუხები, რომ იყო ძველად.
თეთრი იები გაიშალა მწუხარე აზრთა... ვფიცავ, შენს გარდა სხვა ჩემს ფიქრებს ვერ შემორკალავს, ჩვენ სურვილებში დავამწყვდიეთ დღე ახალგაზრდა.
შენ ყოველ ღამე ესიზმრები ჩემს ცეცხლის ხელებს, მაგრამ სასტიკი სიჩუმე ხარ, როგორც არმაზი და თმებგაშლილი ვეტოლები ტიტველა ხეებს. |
პოეზიის გვერდი • • • |