კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:29

 

 

 

მაყვლის ტოტებით ორღობე გრძელი

მზით დაფარული პატარა სახლი,

ჯანსაღ ვენახში მწიფე ყურძენი,

ურმის ჭალებზე მოქნილი სახრე.


ზმორებით მიდის ხარი ყირმიზა,

ელტვიან ქვები სიცოცხლის მადანს,

მიწას ამძიმებს რქები ირმისა,

ლეღვის ფოთლები ვნებიან ადამს.


აღიმებს მკერდებს ცა უნაზესი:

ნიკო ფიროსმან და მირზაანი,

თვალები ბრწყინავს, ვით ოაზისი

რონინობს სიტყვა, როგორც მიზანი.


საყდარი თეთრი. ქორწილი ღვინით.

მიმინო ცაში, ლეკური ჩქარი,

ხელადა სველი, ცხენი ჭიხვინით,

ამაყი ნება, ამაყი ქალი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნინო თარიშვილი  • • •   ნინო თარიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ