კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 18:56

 

 

 

თეატრი. სცენა. ელექტრონის სინათლე მკრთალი.

უცხო ზმანება აელვარებს გაყინულ სვეტებს.

ლოჟის სიღრმეში უდარდელი ცისფერი თვალი

ღიმილით ჰფანტავს მწუხარების თეთრ სილუეტებს.


იყო საღამო - სიხარულის მუნჯი ექსტაზი.

მე რა ვიცოდი, რომ თვალთაგან ცრემლს დავიდენდი,

სონეტის მსგავსად იცვლებოდი ჩუმი და ნაზი,

ხან დარბაისელს მაგონებდი, ხან იყავ დენდი.


მაგრამ დღეს გულში ასვენია ტრაური ცივი,

ფიქრი გაურბის მოგონების ხაზგასმულ ფურცლებს,

დაიმტვრა ცრემლად სიყვარულის ცისფერი მძივი

და ჩემს მომავალს ნოემბერიც ვეღარ გაუძლებს.


გრძნობას ველოდი, მაგრამ ზიზღიც კი არ მეღირსა,

უხმოდ დავშორდით ჩვენ ერთმანეთს, არვიცი რაზე,

ალბად, სიტყვები ვერ მოვნახეთ შესაფერისად,

ეს იყო თეთრი მოჩვენება ყოფნის ეკრანზე.


ღიმილი ტუჩზე დამეკეცა, ვით გლოვის ნარმა

და ეხლა მინდა ქანდაკებად მხოლოდ გადვიქცე,

სფინქსის თვალებში ჩამასვენოს უვნებო ქარმა,

რომ ჩემს გარშემო აღარ იყოს არც დრო, არც სივრცე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნინო თარიშვილი  • • •   ნინო თარიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ