კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:24

 

 

 

კრძალვით ვაკოცებ პოეზიის განიერ თვალებს,

ჩემს ველურ განცდებს სიხარული შემოევლება,

ვისწორებ, როგორც ოდალისკა ფერმკრთალ ტუალეტს

და სურვილები ენთებიან ცეცხლის ტევრებად.


უცნაურ ფერის მწუხარება ქალწულურ შიშით,

სიჩუმის თეთრი კავალერი, სახე-წმინდანი,

უგზო თვალები დაფარული ყავისფერ ქვიშით,

ოქროს ჯვარიდან იყურება, ვით წინანდალი.


მოდის დაღლილი ქალდეადან წყვილი ცისფერი -

გრძელი თითები ანთებული პაპიროსებად,

დამთვრალ შუადღის სომნამბული და წესიერი,

მტვრიან ქუჩების აშლილობით არ იმოსება.


იღვრება ლექსი ქვევრებიდან, როგორც კახური,

ჯიშიან ფიქრებს ააფეთქებს მდუღარე სისხლი,

მოდის ყამირის ჯანსაღობა ჯერ არ ნახული

და ანტონივით ძველი გვარის სიდარბაისლით.


ამაყი შუბლით გამოჩნდება პოეტი ცხელი,

დაჭრილ ქორივით აიფარებს სისხლიან ნარმას,

გამარჯვებული გაფრინდება შლეგიან ცხენით

და ჩამოანგრევს უნაზესი სიტყვების არმაზს.


ქალაქის იქით... ღამე... მტკვარი, პატარა ხიდი...

ცისფერ მკლავებზე პოეტების ფიქრი ავისხი,

ქალურ ლოდინში გაიშალა მზე ორხიდეა

და, მე ვიზრდები მოგონებით, როგორც ალვისხე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნინო თარიშვილი  • • •   ნინო თარიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ