კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:25

 

 

 

ჩემს თეთრ გრიმასებს ჰფარავს ვუალი, -

ცხელი მზე მინდა მეჭიროს ხელში,

თვალებში დადის სხვა სიმხურვალე,

სიხარულს ველი სიმწუხარეში.


დაგროვილ ცეცხლით გავუძლებ მყინვარს,

დავამტვრევ მწიფე ალუბლის ტოტებს,

ნაწვალებ ფიქრის სიგიჟე მიყვარს,

საღამოს დარდი ვერ ამაშფოთებს.


მე ვიცი მოვა ალერსის წვიმა,

მზისფერი ვაჟი, პორტუგალელი,

ოქროს ბეჭდები ძირს ჩამოცვივა

და შეშინდება ვინმე გამვლელი.


დავუნთე ალი ტუჩების ნაპრალს,

მძიმდება ყოფნა, ვით დეკამერონ.

მსურს ვუთხრა ყველას, მტევნებით დამთვრალს,

რომ ვნება წელზე შემოიკერონ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნინო თარიშვილი  • • •   ნინო თარიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ