კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:37

 

 

 

მიწისფერ თვალებს გავახელ ნელა,

ფერმკრთალ ტუჩებით დავკოცნი ყვავილს,

უცნაურ ხმებით მეწვევა ლხენა

და მომინდება ფერები ყავის.


ჰო, მე ის ვნახე. ის იყო, მართლა,

თითქოს ჯეირნებს ზვერავდა მინდვრად.

ჰო... იმან ხელი არ ჩამომართვა

და მოლოდინი ისევ დაიმტვრა.


ყველანი ჩვენსკენ დინჯად მოდიან,

მე მას აუწერ მკერდისფერ ატამს,

(მომაგონდება ლედი გოდივა)

ის მზითვად იმედს არ გამომატანს.


და მწუხარება ამძიმებს ხელებს,

მოწყენით მომცემს ხელში მიმოზას

და თან უსიტყვოდ დაასახელებს,

რომ გული ჩემთვის არ შეიმოსა.


ტუჩებს მოუნდათ პასუხი ვრცელი,

მაგრამ მიმოზა მიმზერდა გველად

და ძველი წიგნის ორი ფურცელი,

მას მოვუმზადე მე სახრჩობელად.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნინო თარიშვილი  • • •   ნინო თარიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ