ვიცი, სადღაც ვიჩეხები... ვიხლიჩები... ვიხარჯები... ვით ჭექები... ვით მეხები... ახალ ლექსად ვიჩარხები...
წაუღია ჭირს ჭიქები... ტვინს მიჭყლეტენ ცის ჩექმები... და მქაჩავენ ძირს ჭინკები.
ეს რითმები... ეს ურჩები... მაფარია, ვით ფარჩები... ვიცი, ვეღარ გადვურჩები...
რად დააღეთ ეგ დრუნჩები?.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო გომელაურის პოეზია |