გადმოიფინა ატმები ქარვის, თაფლის თვალები გააღო მთვარემ. სუნთქვა მწუხარე მომესმა ქარის და ქარის სუნთქვა მე მოვიპარე.
თვალი მივანდე შორეულ ლოდინს. ო, არსად არის თვალი ცისფერი - არავინ მოდის, არავინ მოდის!...
შიშველ ფეხებით ვეხები მწვანეს, გარეთ ბალახებს წვეთები მორთავს, ფოთლებმა დარდი გადამაცალეს.
ხელს ვერ შემახებს ვერვინ ამქვეყნად. მთვარე იფარებს ვერცხლის არშიებს, სიკვდილის ჩონჩხზე უნდა დავემყნა.
არ მეშინია ქარის და შფოთვის, მხოლოდ ღიმილი ატმების ამრევს, არავინ მოდის! არავინ მოდის!... |
პოეზიის გვერდი • • • |