პოემა
"იყო სამი ძმა.
თქვეს ერთხელ ამ ძმებმა, მოდი გავიყარნოთო. უფროსს ერგო სახლები, მეორეს - მამული, მესამეს - ერთი ქუდი. ეუბნება ამ ძმებს: - ამ ქუდზე მოვხნა, დავთესო, ვჭამო თუ ვსვაო. ეს რა ღვთის წყრომააო!
- რაც არი, არი! ეგ იყო შენი წილიო, - უპასუხეს ძმებმა.
- კარგიო, კეთილად მოგახმაროთ თქვენი წილი, მე კი წავალო.
მიდის ერთ ტყიანში, დიდი ჯოხი უჭირავს ხელში. მაღალი ქუდი იყო, მოედო ხის ტოტებს, მოეხადა და ჩამოუვარდა. ეს ბიჭი ისედაც გაგულისებულია, დანა კბილს არ უხსნის. აიღო და თავისი ჯოხი ერთი ორჯერ დაარტყა ამ ქუდს: შე ასეთო და ისეთო, თავზეც არ ჩერდებიო!
უცებ გამოვარდა იმ ქუდიდან ორი უზარმაზარი დევი.
- რა გაგჭირვებია, რომ გამოგვრეკე ამ ქუდიდანაო.
- როგორ რა გამიჭირდა, მშია და მწყურია, ამაზე მეტი რა უნდა მიჭირდესო!
დატრიალდნენ ეს დევები, გაუშალეს სუფრა, აჭამეს და მერე ქუდში შეძვვრნენ ისევ ისე.
თურმე, რამდენი ბეწვიც არის ამ ქუდში - იმდენი დევია შიგ. რამდენჯერაც დაარტყამს ჯოხს, იმდენი დევი გამოვარდება".
(ქართული ზღაპრიდან)
მე ჯადოსნური ქუდი მახურავს, ჩემი ერთგული დევებით სავსე. მხოლოდ იმიტომ, რომ მემსახურონ, ამდენი დევი დავისვი თავზე. მეც უნდა ვცადო ამქვეყნად ბედი. რასაც ვიპოვი, კვლავ ქვაზე დავდებ, სხვა არაფერი არ მინდა მეტი. სულ სხვანაირად ბრწყინავდა მთვარეც და უფრო ხშირად ვცხოვრობდი ხათრით, ჩემი სურვილის და სულის გარეთ. დამეთმო ფიქრი - ვიღაცის თხოვნით. მერე კი ვწუხდი და მთელი ღამე დოლების ხმაზე დნებოდა თოვლი. მე ვმალავ, მაგრამ ჯერ კიდევ ვღელავ, ჯერ კიდევ მტკივა, მაგრამ არ მინდა, რომ თანაგრძნობით შემხედოს ყველამ. მე დამიფარავს მტრისგან ყოველთვის, სანამ სიკვდილი მომიკაკუნებს და ყურში ჩუმად მეტყვის: მოვედი. ექნებათ ჩემი რწმენა და რიდი და მათ თვალებშიც სინათლე შევა, რასაც მე მხოლოდ სინათლედ ვთვლიდი. გამიმდიდრებენ სულს და გონებას. ზოგჯერ ვარსკვლავი დაიბადება, ზოგჯერ ვარსკვლავიც შეიბოლება. და უკვე ვიცი, რას ნიშნავს ფიცი და ისიც ვიცი, რომ დროზე ადრე არა აქვს ფასი არც ცრემლს, არც სიცილს. წვიმით გაჟღენთილ ტოტივით მძიმე, მე კი ვიზოგავ შენს ფერმკრთალ ღიმილს, ვით ბოლო სანთელს და ბოლო იმედს. ისევ ზარივით ჰკიდია ცაზე და სადგურები თვალებს ახლელენ დაუმთავრებელ სიზმრებით სავსეს. რაში აქვს ეშმაკს სული და ღონე მე გაურკვეველ სიზმრებში ვცურავ, და შეუმჩნევლად ვნებდები მორევს. და სად ვიწამე ბუნების ძალა და ნუ მთხოვ ძმობას, მე მინდა ქალი, თუ ჩემი ნეკნი, ქცეული ქალად. ხახაგამშრალი მტვრით და დუმილით. და აი, ახლა, ყველაფრის შემდეგ, მიბზუის თავი, როგორც ყურმილი. და მოიშორე ზედმეტი ტვირთი. შენ უკვე სხვა ხარ, რადგან ეს ღამე ჩვეულებრივი ღამეა სხვისთვის. რომ ყველაფერი მთავრდება უცებ და გაჩაღებულ სახაბაზოდან პურის სურნელი აძღობდა ქუჩებს. და მე მაშინვე მითხრა მდინარემ: თუ არ აიღებ - ინანებ ბოლოს და თუ აიღებ - მაინც ინანებ. ხანჯლის პირივით ბასრი ჩრდილები აფათურებდნენ ჩემს სულში ხელებს, როგორც მთვრალები ან დაჭრილები. და ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს, ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს, როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს. და სიჩქარეში სხვები დალოცეს და როგორც მთვარის თეთრი ნაფოტი, მე შენი სული მედო თაროზე, - ანდა ქვეყანა, რომელსაც შევრჩი... და მე შემეძლო მეხილა ცხადად რაც იგულისხმა ბუნებამ შენში... და სემაფორი თავისთვის ღვივის მე ვმალავ, მაგრამ ჯერ კიდევ ვღელავ, მე მტკივა, მაგრამ ვეჩვევი ტკივილს. ფანჯრები ასე ხუჭავენ თვალებს. და თუ აქ სადმე არ არის უკვე, ეშმაკიც უნდა გამოჩნდეს მალე. და სულში ღამე დამკვიდრდეს ბნელი. მე კი ასაკიც არ მაძლევს ნებას, რომ განზრახულზე ავიღო ხელი... ცნობისმოყვარე ყურებით სავსე და ერთმანეთში არეულ ფიქრებს ძალით გვაჩეჩებს და გვახვევს თავზე. და თვალებს მხოლოდ ხანდახან ახელს, როგორც ძველ სკივრებს... და ვგრძნობ, რომ მალე მე თვითონ ვეტყვი ჩემს გვარს და სახელს. მივანდობ ჩემი მგზავრობის მიზეზს და მოედება ღიმილი ნელა ბებერ გონებას, ქარივით ფხიზელს. სამაგიეროდ გასწავლი რამეს. და ცოდვასავით ბნელი და მხდალი ბორბლებს ღრიალით გაურბის ღამე. მეჭიროს ჭიქა მღვრიე და ცივი, მე მართლა ვცდილობ და თითებს შორის ვგრძნობ გაურკვეველ და ახალ ტკივილს. და ბრწყინავს მთვარე, მარად მდუმარე. - როცა გიცდიან, ნუ აჩქარდები და როცა ეძებ, სხვებს დაუმალე. - და კალთით არწევს მთვარის წიწილებს და ეჭვი, როგორც ახალი ლაქა, მეხამუშება და ვერ ვიძინებ. და უსასრულოდ ხარხარებს ხიდი... და, რა თქმა უნდა, ეშმაკი იყო, მე რომ უმწეო მოხუცად ვთვლიდი. მტკიოდა თავი, მიხურდა სახე და, ალბათ, მხოლოდ ასაკის ხათრით ვიკითხე, მაგრამ ვეღარსად ვნახე. ეზიდებოდა ტყეებს და ღრუბლებს და კეთილ ნოეს კიდობნის დარად ყველაფერს მშვიდად იტევდა კუპე. და სიბნელიდან გამოდის ბავშვი და კოშკებივით ამაყად დგანან შენი მაღალი ფეხები ქარში. შენი გინებით და შენი ქებით და ზოგი თვალებს იმიტომ ხუჭავს, რომ ბნელში უკეთ განჭვრიტოს გზები. და ჭრაჭუნობენ მძიმე ლახტები მათ შეუძლიათ მთები წაშალონ, თუ, რა თქმა უნდა, მე დავთანხმდები. არ გამოვუშვებ არასდროს გარეთ: ამ მთების ჩრდილი გულებზე წვება ყოველთვის, როცა ამოდის მთვარე. იქნებ მე მადევს სულზე ურდული და თან ვშრიალებ, როგორც ნიჟარა გამოფიტული და გაქურდული. ბრმათა და ყრუთა მშვიდი არტელის და სულ მგონია, რომ სხვებზე ბევრი მაქვს საფიქრალიც და სადარდელიც. უეცრად გამქრალ სიცოცხლის ფასი. მე შევიკარი ხელები ფიცით და სინანულით შევცვალე ბრაზი... ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ, როდესაც ვეღარ უძლებენ წუხილს და ნებდებიან ბოლოს და ბოლოს. და მოვრთე ნუშის ნედლი ტოტებით და გავუმხილე, რომ ყოველ ღამე მიყვარხარ ძლიერ და გელოდები. და უცებ ვიგრძენ ყვავილის სითბო და კვლავ წამომცდა ღმერთის დიდება: მეგონა გვამი ყვაოდა თვითონ. და სამარისთვის ადგილს ვარჩევდი. მძიმე ლოდები მოჰქონდათ დევებს და ქვითინებდნენ, როგორც ბავშვები. პირველად მაშინ მომინდა უცებ, რომ ატირებულ დევების გუნდით მოვჩვენებოდი ქალაქის ქუჩებს. გაქვავებული და დაბურული. მზეზე ბრწყინავდა მინა და კირი და ქარს მიჰქონდა თივის ბულული. თვლემდა გუშაგი ჩაჩქანის ჩრდილში და გზად არავინ არ ჭაჭანებდა, ალბათ მთვლემარე გუშაგის შიშით. და გაქვავებულ ქალაქის კედელს და კედლის იქით გამოჩნდა ბაღი, როგორც სინათლე წყვდიადის შემდეგ. მწვანე ცულებით მიპობდა გუგებს. ზოგან ყვაოდა, ზოგან მწიფობდა, ზოგან ფოთოლი ცვიოდა უკვე. ჩემთვის მალავენ შანთებს და ღვედებს, რომ ერთი თავი აკლია სწორედ ქალაქის მაღალ და მაგარ კედელს. ვზომავდი მანძილს კედლიდან ცამდე და ცარიელი მატარებლები მატარებლების ფიტულებს გავდნენ. დიდი ხმაური დიდი ცოდვების და როგორც ჩემი მეგობრის სული, გადავაყარე ქალაქს ტოტები. როგორც ნახშირი ჩაფერფლილ ღუმელს. და რასაც ჩემთვის ვფიქრობდი გულში, ყველას მაგივრად ვფიქრობდი თურმე. გამოჩნდა ბოლიც, სისხლივით თბილი ქალაქელები ისრესდნენ კისრებს, დაბნეულები ხანგრძლივი ძილით. თანაბრად იდგა ყველა კარებთან და განცდილ თრობას, თრთოლვას და ტკივილს გვინაწილებდა და გვაძალებდა. ვუთვალთვალებდი ჭადრების ალერსს, ვით ნათელ ცირკში ჯარისკაცები ნახევრად შიშველ და მოქნილ ქალებს. და წრიალებდნენ ქუდში დევები და ავტობუსის მოთენთილ მგზავრებს მუხლებზე ეწყოთ მზის ნამტვრევები. წვიმით გარეცხილ ფერდობზე მდგარი, ყველა დანარჩენ სახლებზე მაღლა, გარემოცული მზითა და ქარით. და მთელ სარკმელში ყვაოდა ნუში და უცებ ვიგრძენ, რომ ტკივილებით განთავისუფლდა რაღაცა სულში. ერთად მღეროდა ნდობაც და ეჭვიც და მე ის ხელში ავიღე შიშით, როგორც ველურმა ბრჭყვიალა კენჭი. მე კი ვაქებდი და ვადიდებდი, რომ გამეყიდა და საყდრის გლახებს არ დაკარგვოდათ ღმერთის იმედი... და გაცრეცილი ჭადრები თითქოს უცებ კარგავენ შნოსა და მარილს და საქორწილო საწოლის სითბოს. მათ მოწონთ ქარის თამამი მარში, მათ მოწონთ ქარი და უფრო მეტად მოწონთ ქალების ყურება ქარში. ქუდში დევობას გადაჩვეულებს, როდესაც ფარდებს ცახცახით ხევენ და უკივიან ლამაზ სხეულებს. და სულ შემთხვევით გავხდი პატრონიც ჯადოსნურ ქუდის, რომელსაც ვმალავ და ისევ ვნატრობ, რასაც ვნატრობდი. არ ამხდენოდა სხვისი წყალობით. მყოფნიდა შენი სუსტი სანთელიც და მარტო შენთან მოსვლას ვჩქარობდი. ან რომელ ჩრდილში მივეტმასნები, თუ გამითავდა შენზე ფიქრები, როგორც გადამწყვეტ წუთში ვაზნები. რის მაქნისია მათი ეშვები, თუ ყელზე საბელს თვითონ შევიბამ, თუ მოვდუნდები და მოვეშვები. შენ დამახურე, იმედად თავზე და მიხარია, რომ ისევ გეძებ შენი სინათლით და სიცხით სავსე. როგორც ზღვა თევზით და ტყე ფრინველით. და მიხარია, რომ ისევ ბრუნავს ქვეყანა - დიდი და საკვირველი... და ხარაჩოსთან ფუსფუსებს კაცი, რომ არ მოუსწროს ავდარმა გარეთ მისი სხეულის და სულის ნაწილს. თითქოს აქამდე მიჭერდნენ ძალით და როგორც ხელი ნაცნობ კლავიშებს, შენს ნაფეხურებს გამოყვა თვალი. გვანან უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს და ყოველ წუთში ზღვა მეჩვენება, მაგრამ ვეჩვევი და აღარ ვიმჩნევ. და ვუსხლტებოდი საზარელ თევზებს და, როგორც იქნა, დავძლიე შიში და კვლავ ამტკივდნენ ფიქრები შენზე. დაბრმავებული აფოფრილ ქაფით და დიდი თევზი ფრთა მახურავდა, რომ ავცდენოდი გზასა და ნაპირს. და შეტრიალდა თევზიც მაშინვე და განახლებულ სიმღერის დარად გავყევი მინდვრებს მზეში გაშლილებს. რომ შემიძლია შეგეხო კიდეც, მაგრამ ყოველთვის თითქმის და თითქოს და მერე დიდხანს ვიმშვიდებ თითებს. როგორც სინათლის და ცის მარაგი და ქალაქს დაღლილ გემივით აბამს, რომ არ დაიმსხვრას ქვებზე ქალაქი. და ყველაფერზე მღერის ჩიტივით. მაგრამ ღამდება და კვლავ ყაიმით მთავრდება დღის და ღამის ჭიდილი. თამაშს შავები იწყებენ ისევ და პურის სუნით მთვრალი ხაბაზი იმშრალებს ოფლით გახვითქულ კისერს. სინათლეს აქრობ და ბნელში იხდი, მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა, რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი. შენს გაშლილ თმებში და შიშველ მხრებზე და დაეჭვებულ მიჯნურის დარად ოთახში კაცის ნაკვალევს ეძებს. როცა ცახცახით გეხვევა მთვარე და როგორც შენი უმცროსი დები, ნუშის ხეები ფხიზლობენ გარეთ. და თავთან მიდგას წყალი და წიგნი და უცებ ვამჩნევ, რომ აღარ მართობს კაცი, მცხოვრები ამ წიგნის შიგნით. ერთგული ქმარი ვიყავი მუდამ, მე ჯერ ვცხოვრობდი და მერე ვწერდი, როგორ ვცხოვრობდი - კარგად თუ ცუდად... და აფხიზლებენ ჩათვლემილ ქალაქს და შენი მშვიდი შუქის მძებნელი ვამშვიდებ ფიქრებს და ვიკრებ ძალას. მაგრამ მინები მაინც ბრწყინავენ და დასიზმრებულ ვარსკვლავებს შორის სძინავთ ჩემს დევებს, როგორც მფრინავებს. ზვერავდნენ მიწას ცოტა ხნის წინათ და ახლა სძინავთ, მშვიდებს და დიდებს, ვარსკვლავებს შორის წვანან და სძინავთ. და ვარსკვლავებზე აჰქონდათ მიწა ხოლო მათ ლტოლვას, თამამს და საშიშს, შენი კეთილი სინათლე იცავს. რომ ეს გონების ბრალია მხოლოდ, ხოლო სხეული სავსეა მიწით და კვლავ მიწიერ ცხოვრებით ცხოვრობს. თეთრი და შავი, ტკბილი და მწარე, სუსტი და მძლავრი, მცირე და დიდი, არსებობს მზე და არსებობს მთვარე - უცებ გაჩენილ ფიქრებს ავყვები. ჩემი შემყურე დევების ჯარიც იცხოვრებს მშვიდი ცით და ზრახვებით. სანამ მიყვარხარ და მეყვარები, სანამ გრძელდება და ფეთქავს კვალი და სასწაულად გთვლიან თვალები... მთვარის ნაწნავი აყრია ქუჩებს და პოეტების მოწყენილ ძეგლებს ძეგლების ბედი ბეზრდებათ უცებ. რომ უნდა იდგნენ ყოველთვის ასე და ვარსკვლავებით შეკრული ჭერი მთელი სიმძიმით აწვებათ თავზე. ჯიუტი სახე ტანჯვის და მსხვერპლის და დაიჯერონ, რომ მათი ვნება ისევ ცეცხლია და არა ფერფლი. გარინდებულა წყვდიადში ძეგლი, მიწიერ თრთოლვას გადაჩვეული და გაკაწრული დუმილის ეკლით. ზომა და წონა, სუნი და ფერი და ისიც ყველა ჩვენგანის მსგავსად იცინის, ტირის, ოცნებობს, მღერის. და მაჯილდოვებს ყველა უფლებით. და აი, უკვე ყივის მამალიც და იღვიძებენ გარეუბნები. ძეგლებს და ცოცხალ ადამიანებს, მაგრამ მეც მთვლიან სიცოცხლის ღირსად გზები, რომლებიც ვერ გავიარე. და ზღაპრად ქცეულ ოცნების მსგავსად გაგრძელდეს შენი ნათელი სული და იყოს ასე: ყველგან და არსად. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |