კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 25 აპრილი 2025 01:13

 

 

 

უახლოვდება  ეტლი წიწამურს.

უახლოვდება ეტლი წიწამურს.

უახლოვდება ეტლი წიწამურს.

ირგვლივ ბალახი წევს მოცელილი.


ირგვლივ ბალახი წევს მოცელილი.

ირგვლივ ბალახი წევს მოცელილი.

და უკვე დროა, მიხვდე, იწამო,

აღარ მოვიდა მისგან წერილი.


მუხლებზე გიდევს უკანასკნელი,

უმისამართო და უთარიღო.

თითქოს საკუთარ ცხედარს დასცქერი,

გაწბილებული, ცოტა არ იყოს.


უახლოვდება ეტლი წიწამურს.

უახლოვდება ეტლი წიწამურს.

უახლოვდება ეტლი წიწამურს.

ქარს ნაკუწები მიაქვს წერილის.


ქარს ნაკუწები მიაქვს წერილის.

ქარს ნაკუწები მიაქვს წერილის.

და უკვე დროა, მიხვდე, იწამო,

სიმარტოვისთვის ხარ გაჩენილი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ