კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:19

 

 

 

ჩემსკენ მცხოვრებო… ენდე ვარსკვლავებს,

აქ არ იციან, რაა ნაღველი,

სულს ასხივოსნებს, სულს აცისკროვნებს

უკვდავებისა სახე წითელი.

ფრთას შლის სილაღე… შორს სივაგლახე,

საფლავს დამარხეთ ნაღველის სახე,

ზეცად ელტვოდეთ, ზეცად სიყვარულს,

ის მოგცემთ კაცთა შვებას სიხარულს.

მწუხრის ზეფირი, მთათა მწვერვალებს

ვნებითა აგზნებს, უკოცნის კალთებს.

სძინავს ეთერსა… ვარსკვლავნი ჰკრთიან,

ზეცად მცხოვრებო, შენ გეძახიან.

მარადისობა მტკიცედ სდარაჯობს,

აქ მეფედ არის მშვენიერება,

ზეცად ილტვოდეთ… ზეცად მოგიხმობს

სულის სილაღე… უკვდავი გზნება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ