ლექსის მოლოდინში მორჩა სიგარეტი, ლექსი კი არ მოდის რატომღაც და თუ სიგარეტით დარდებს ვიქარვებდი, ეხლა სიგარეტმაც დამტოვა.
ეხლა დრო არ არის სავაჭრო, მინდა ქუჩაში მაინც გავძლაყუნდე და ვინმეს თვალები დავარჭო:
- ინებეთ მთელი დღის მარაგი. - ბატონო გმადლობთ. - არა ღირს.
იგი, რაც ადრე ვერ დავწერე, ვცდილობ, ქაღალდზე ლექსი გავავრცელო და სიგარეტის ბოლს ვავრცელებ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ჩანტლაძის პოეზია |