ტრიალებს დედაკაცი, - ჯიშიანი ლომკაცის ღირსი, ხელმძღანელობს ქმარ-შვილის პურობას... შენი იყოს, თუ გინდა სხვისი - რა სჯობია მაგის ყურებას! შემოგცქერის ალერსით პირში, ახალისებს სტუმრის გუნებას... შენი იყოს, თუ გინდა სხვისი, - რა სჯობია მაგის ყურებას! დედაკაცო, შენით ვართ ლხინში! მადლი მაღალ ღმერთს და შენს გამჩენ ბუნებას! შენი იყოს, თუ გინდა სხვისი, - რა სჯობია (თუ კაცი ხარ!) მაგის ყურებას! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |