კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:30

 

 

 

− სონეტი −

ცოდვის სავანეს, დავშორდი სოფელს,

სული მშვიდობას უდაბნოდ ეძებს,

მაგრამ თანმსრბოლსა კაეშან-ნაღველს,

ვაგლახ! რომ სული ვერც აქ იშორებს.

ვით სალამანდრა, სიყვარულის ცეცხლში ვიწვები,

მაგრამ, ოხ! კიდევ რომ არ დავიწვი!

გულის სიმღერა ხომ ვიმღერე,

მაშ რად არ ვკვდები?

ცავ, შენ გაფიცებ, შენ შემოგჩივი.

მაგრამ ვის ესმის მწირის გოდება,

უდაბნოდ ცრემლი ტყვილად იღვრება,

სთვლემს ცა მდუმარე... ქვეყანას სძინავს

სატრფო შორს არის, სატრფო ნაღველი;

უფრო ის მტანჯავს, რომ მისი ცრემლი

არ დაეფრქვევა მის მგოსნის საფლავს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ