ღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცდომილი და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი! ნუთუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი, ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი?
პირველ უმანკომ თვით ადამმაც სცოდა შენს მცნებას, უმსხვერპლა წადილს სამოთხისა მშვენიერება, გარნა იხილა სასუფევლის მან ნეტარება.
დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა! არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა; არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა!
შენ უწინარეს ჩემსა უწი, რას ვიზრახო მე, და - ჩემთა ბაგეთ რაღა დაუშთთ შენდა სათქმელად? მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |