ჩვენ არ გვხლებია ზანგი პატარა და არ გვჭერია ფინია ხელში, ტყემ ბილიკები შემოგვატარა და ყველგან იყო ალვის ხე ელჩი. და საფლავები ხავსით მოცული, ნაძვი - სიჩუმის ბაირახტარი, და გრილი წყარო მთით ჩამოსული. ფეხქვეშ ფოთლების რბილი ფენები, მე არ მინახავს, ვფიცავ, ჩემს დღეში ასეთი არე დასასვენები. შემოგვესალმნენ დინჯი შრიალით. აქ არის ჩვენი თავსაფარავი, კმარა ამაო, ცრუ ხეტიალი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |