როდესაც ღამით მიდიხარ ბნელში და სადღაც იქით დატოვებ მარანს, უცებ იპოვი გზაზე დაგდებულს და ოდნავ მბჟუტავს ძველისძველ ფარანს. და გაგითბება სინათლით გული და ატირდები, რადგანაც იგრძნობ, უბრალო სევდაც რომ არის რთული. თან ეს ფარანი და თან სანთელი, წახვალ და უკან აგედევნება დიდ ფარვანათა კორიანტელი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |