მტვერი და წიგნები. საფერფლე - ნიჟარა. მტვერშია მაგიდა და თეთრი საინიც. დამტოვეს მარტო და სიტყვამაც მიშარა... - დარჩით, გევედრებით! ცოტა ხნით მაინც!
და შორი ხეების ზურმუხტის ჯავარი. თქვენ დაგინახეთ და გულმა გადიყარა წლობით დაგროვილი სევდა და ჯავრი...
ხელახლა ჯვარს ვაცვი უნიჭო შაირით და ახლა დამირჩა ცხოვრების დაღმართი, მივყვები და თვითონ არ ვიცი - საით?
მტვერშია მაგიდაც და თეთრი საინიც. დამტოვეს მარტო და სიტყვამაც მიშარა... დარჩით, გევედრებით! ცოტა ხნით მაინც! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხეილ ქვლივიძის პოეზია |