მე დავლევ ახლა ლალისფერ ღვინოს, და არ თქვათ ჩემზე ლოთი არისო, მინდა თქვენს შორის რომ მოვილხინო, ხართ ჩემთვის ტკბილი და სახალისო. ფანდურის ყელზე მიმაბით ლარად, როცა ამ ვეყნად აღარ ვიქნებით, ჩვენი სიჩუმე მაშინაც კმარა. ე ღვინო სულის დაღლამდე მასვით, ვინაც პირველი წავიდეს ჩვენგან, მას გაუმარჯოს ახლა ამ თასით. ჩემი ჩრდილივით მომყვება მუდამ, წუთით დაუთმეთ სიმღერას გული, - ღვინოს ხომ ტკბილი სიმღერაც უნდა. თქვენთან მიგულეთ, ძმებო, მარადის, ერთი მართალი ხევსური ბიჭი გაზრდილი მთების იავნანათი. რომ ეს საწუთრო წუთია მხოლოდ, ჩვენ ხომ ცხოვრებას ხელახლა ვიწყებთ მას გაუმარჯოს, ვინც გავა ბოლოს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მინდია არაბულის პოეზია |