მთელი ღამე ხმაურობდა ზღვა, ზღვის ხმაური სასთუმალთან მედო. უძილობით ახლა უნდა ვზღა, ბნელ სიზმრებში რაც ჩავკარგე ერთ დროს. ნასიზმრალი, ბორგნეული ხმები, რასაც მკაცრად ითხოვს უკან ჟამი და რის გამოც უძილობით ვკვდები. ჩემ ძველ სიზმრებს ეშხეფება თითქმის... ვიცი, ერთხელ რაც მე უნდა ვთქვა, სხვა ვერავინ, ვერასოდეს იტყვის. |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |