შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ, სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით. მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე, როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები. დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც. მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა, მოჰქონდათ ვარდი და გვირგვინები. (ვერ დავბრუნდები მე ბურუსიდან). მკვდარი ვიყავი და უგრძნობელი, ღია სამარე ჩემს გულს უცდიდა. შორეულ ღრუბლის სანაპიროდან. კუბოსთან იდგნენ სერაფიმები და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა. ჩემს გადარჩენას ხელს არ უწყობდა. მიმასვენებდნენ ანგელოზები და კუბოს ქრისტე წინ მიუძღოდა. რა მექნა, სულო, დაუცხრომელო! მსურდა, სიბნელე რომ გამერღვია, და კვლავ ქვეყნისთვის თვალი მომევლო. სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით, მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე, როდესაც კრთოდენ ცის ვარსკვლავები... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |