შემოდგომა
შეღონებულ დედა-მიწას აღარ ჰხვდება შუქი მთვარის... მთა აოხრდა... ტყე ატირდა... აქვითინდა ფიჭვ-ნაძვნარი... შიშველ ველად, გულ-საკვლელად აზუზუნდა ნიავ ქარი... იცრიცება საქართველო... იცრიცება მწვანე მოლი... მიდის ყველა... მიდის ნელა...მიდის, ჰქრება ნისლის ზოლი... და ჩვენც ასე, ჩვენც ყოველ დღე, ვკვდებით, ვქრებით, როგორც ბოლი...
თეთრ ნაბადში გახვეულა მშობლიური ყვარლის მთები... მგლოვიარობს კარ-მიდამო... მგლოვიარედ სჩანან ზვრები... აღარ ისმის არც ფეხის ხმა, არც ურმული, არც სხვა ხმები.... ვეღარ ვხედავ ტყის ქალწულებს, ტყის მშვენიერ ზღაპრულ ალებს... ვერც სიმწვანეს, ვერც ყვავილებს, ვეღარც სოფლის მორთულ ქალებს - ვეღარ ვხედავ... ვეღარ... ვეღარ... გულს სიცივე აკანკალებს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ქუჩიშვილის პოეზია |