დავდე ნაჯახი, ამღერდა ცეცხლი - ჩამოვუჯექი ბუხართან ზამთარს... ვეღარაფერი მე ვეღარ შემცვლის, აი, დავბრუნდი საკუთარ თავთან... საით დავდევდი ბრმა ქართა ქროლვებს? ვისი ღიმილის ვარ მოზიარე ან ვისი ცრემლი გამომიგლოვებს?.. ქარი უმატებს კვნესას და ვიშვიშს, ჩამოძენძილი და მობუზული ზვინები თვლემენ ნაცრისფერ ნისლში. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ავთანდილ გაფრინდაშვილის პოეზია |