მიდიხარ... მზე ჩავა სადაც არი, მე ისევ ძველ მოტივს ვმღერი - რამ გამახსენა ფერი სატაცურის, ასე ნაღვლიანი ფერი... მოწყენილია ყოვლიარი - ეს თოვლიც, ღუღუნიც ბუხრის, სარკმელთან - ბალბა მგლოვიარე, სარკმელში - მგლოვიარე მწუხრი. მიაჭრიალებენ სადღაც ურემს... მე ისევ ძველ მოტივს ვმღერი - რამ გამახსენა ფერი სატაცურის, ასე ნაღვლიანი ფერი?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ავთანდილ გაფრინდაშვილის პოეზია |