აგვისტოა და ორღობეში იცინის, იცინის შინდი. სოფლელი გოგო ისე შემოგხედავს, როგორღა დარჩები მშვიდი. გაუდარაჯდები შეღამებულზე და გუმანს შეგატყობენ - გაგიქრება და ციცინათელებით დაჭორფლილ ღამეს ხელში შეგატოვებს... აგვისტოა და ორღობეში იცინის, იცინის შინდი, სოფლელი გოგო ისე შემოგხედავს, კაი ბიჭი ხარ და დარჩები მშვიდი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ავთანდილ გაფრინდაშვილის პოეზია |