შემოგვაღამდა ალი-აბადთან, უღრან ტყის პირას გავკვესეთ ტალი. წიფლის ტოტები წითლად განათდა, ცაში ბუბუნით ავარდა ალი. მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს. სველ ნაბდის კალთებს ავარდათ ბოლი, და ოხშივარი წინდებს და წაღებს. ვით ტყის ნადირთა უცნაურ ამბებს. და მეძებრებიც უყეფდნენ შიშით, კოცონის ირგვლივ გაწოლილ ლანდებს. ნადირი ნადირს რკოსა და ხეხილს. ბერმუხის უკან მგლის თვალი სჩანდა, მურყანის უკან ფოცხვერის ფეხი. მდინარის დუდუნს, ფოთლების ცვენას, და ცეცხლის ენებს ზეცისკენ წასულს, ვით ბუჩქში დამფრთხალ ხოხბების ფრენას. რა სჯობდა წიფლის ეშხიან ღადარს. მაგრამ ამ ცეცხლის გიზგიზი ტკბილი, ჯერ უფრო სწეწდა ვახშმობის მადას. ხორცი და ცეცხლი არ გვქონდა განა? მოკლულ ტახს მყისვე გავუპეთ მკერდი, და ფიცხლად დავცხეთ შამფურებს დანა. ბრუნავდა ცეცხლზე მწვადების ჯარა. შამფურებს სტეხდა ნადირის ხორცი, და ჩინჩხლებს ჰყრიდა მაშხალისგვარად. ლოკავდა ცეცხლი ნდობით და ზრუნვით. და ნაკვერჩხლებზე დაცემულ წვეტებს, სდიოდა ნამდვილ საკმევლის სუნი. და მადაც გვქონდა დაღლილებს მგლური. გავხსენით ცეცხლთან თხის ტყავის გუდა, ნამჯაზე დავდეთ ყანწი და პური. ხელადა როგორც ძვირფასი განძი, და საქართველოს მიწის და მზისთვის, ინგილომ შესვა პირველი ყანწი. დაგვდევდა სიზმრად ყუმი და კახი. და თასმანლუსთან ბერმუხის ძირში, ხმელ ფესვებს გლეჯდა დაჭრილი ტახი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ირაკლი აბაშიძის პოეზია |