კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:07

 

 

 

როდესაც მცდიდნენ და ეჭვით მკითხეს,

რას ამჯობინებ,

მძლავრს, რომელ სითხეს,

სახელდობრ რომელს, ეკუთვნი ბანაკს,

სვამ ორში რომელს -

ღვინოს თუ არაყს,

მე ვუპასუხე, ჯერ იყო ვისაც,

რომ გააჩნია

ეგ მიზეზს სმისას...

თუ მაგალითად, კაცს შევხვდი კაცურს,

თუ გულს უხარის,

ვსვამ ყურძნის ნაჟურს -

ღმერთო შენ მოგვეც მიზეზი ლხინის,

ვარ, რა თქმა უნდა,

ბანაკში ღვინის!

ხოლო, თუ ლხინის მიზეზი არჩანს,

თუ გულში ვიღაც

აბრუნებს ხანჯალს,

ან უფერული დღეების წყება

ერთმანეთს ებმის,

რაც ხშირად ხდება,

მაშინ, როგორც რომ სატკივრის წამალს

ანუ ძილისას,

მათრობელს, ფრთამალს,

ვსვამ ჩაის ჭიქით იისფერ არაყს

და... წუთისოფლის

მივტოპავ ტალახს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ