ვინ არის სარკის უფსკრულიდან რომ მევლინება, ვისი თვალები ემუქრება ჩემს ფერმკრთალ თვალებს? ნუთუ მიცქერის საკუთარი ჩემი ჩვენება? ნუთუ ჩემს გულში მისტიური შიში იალებს?
უშიშარი დღის დაიკარგა ცხადი ხსენება. თეთრი ოცნება გადარჩენის თოვლივით დნება. დამწვარ სხეულის ჩემს გარშემო სუნი ტრიალებს.
ჩემი წამება, ულმობელო, შენ ვინ მოგანდო? ვინ გაგიმთვარა აგზნებული ტანჯული სახე,
გადიდდა სარკე - ზვირთებიან ზღვად გარდაქმნილი და მმის ტალღებში იძირება ჩემი აჩრდილი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |