ეს უცხო ღამე, ვით შავი ძაღლი, დაეძებს, ყნოსავს უხილავ ვარდებს. სანამ ვარსკვლავობს ზეცის სიმაღლე, ყვავილებს შორის ის ინავარდებს.
ბნელი ღრუბლების კრთომით ნალესი, როგორც ფეხშუმზე ნაკვეთი თავი ნათლისმცემელის იოანესი.
მხოლოდ ღამეა ჩემი ტაძარი, და შავ წყვდიადში, ყველასგან კრული, მივდივარ, როგორც ელეაზარი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |