კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2024 04:53

 

 

 

ჩემი ნაბადივით დაეშვება საღამო შავად,

თითქოს ეს ქვეყანა ქოხია ჩალური.

ალგეთს გადაივლის და თრიალეთს ჩავა,

მთვარე ჩვენებური და ბორჩალური.


ეხლა ამ ქედებზე დამფრთხალი უგეშოდ,

რამდენი ირემი და ნუკრია,

ჩვენს სოფელში გოგოა, -

უბეში ვაშლები და ბუდეშური უყრია.


მარაბდაში ხმალი გამილესია,

დამაქროლებს არაბული უბელო,

ცის ქვეშ ვეგდო, ვატყობ, ჩემი ბედია

და მხრებზე შენ მეხვეოდე, ღრუბელო...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკოლო მიწიშვილი  • • •   ნიკოლო მიწიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ