რად სხვანაირობს შენი ცქერა და რად მაწვალებს, გული, პირბადით დაბინდული, რად მენავსება? იდუმალ თრთოლვით მე ვუცქერი შენს ცისფერ თვალებს, მაშინებს მუდამ საკვირველი მათი მსგავსება.
ჩემმა ოცნებამ ვერასოდეს ვერ გაარჩია! არ გიყვარს მთვარე - ვარსკლავების ნაზი სარდალი, არ გიყვარს ღამე - სასიკვდილო შავი არშია.
გედის პროფილით დაიმონებ ბევრ მამაკაცებს. ო, რა უცხოა შენი თვალი, მხიბლავი ყალბად - ნეტავი იმას, ვინც ამ თვალზე ნაზად გაკოცებს!
რომ მე ყოველთვის ვიოცნებო ხელოვნურ თვალზე; შეშლილ ქალაქის ავხორციან სფინქსს შეგადარებ, და გული ლექსში ატირდება თავის ფრიალზე!
მაგრამ მე მაშინ... მე არა ვარ შენს სარეცელზე; და მე არ ვიცი შენი ცრემლი, ხმა გასაღმერთი, მხოლოდ სიზმარში ვეამბორე ბეჭედს შენს ხელზე!
და კლავიშებით მოთენთილი, გრძელი თითები. მე მათრობს, მათრობს გამოუცნობ თვალთა ნიავი, მაგრამ ყოველთვის მედიდურად მომერიდები!
ო, როგორ მინდა შენს წამწამებს შევეხო კბილით! ეგ შენი თვალი დაუნდობი გულს გამიყინავს, ეგ შენი თვალი იამაყებს ჩემი ტკივილით! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |