მთარგმნელი: სიბილა გელაძე
მე ვარ ლამაზი, ოი მოკვდავნო, ვით ქვის ზმანება, და ჩემი მკერდი, მრავალი რომ შეუწირია, არსებობს მისთვის, რომ შთაბეროს პოეტებს ვნება, მარადიული და უთქმელი, ვით მატერია.
ჩემში შერწყმია თოვლის გული გედის სითეთრეს: ვდგავარ უძრავად, მინდა ვიყო მარად უცვლელი, ჩემთვის უცხოა სიცილის და ცრემლის სიკეთე.
ვით ქანდაკებას, მონუსხული პოეტი მეტრფის და უფრო მეტი თავდადებით ირჯება ჩემთვის.
დიდი თვალები, მარადიულ შუქისმიერნი, სადაც ყველა და ყველაფერი ჩანს მშვენიერი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა |