სადაც გინდ ვიყო, ძვირფასო, შენსკენ ჰქრის ლექსის პწკარები, საითაც ქარი ამოვა, მეც იქით მოგეფერები! ნეტავ აქ ვიყო, გიხილო, ცოტახნით ერთი წამითა, დილის საარზე გაკოცო და გაგებულო ღამითა.
მთავრეს მწიკვლი აქვს, წყალს-ზადი, და შენს წმინდა სულს კი არა! ნათელიანო! მაგ შუბლით, აშუქებ დაბებს, ქალაქებს და ცა გოროზად რომ გხედავს, ღრუბელს ღრუბელზე ალაგებს.
შენ მიპასუხე: "მაგ გრძნობამ ოცი წლით დაიგვიანა!" ნამუსიც ვარდიანი გაქვს, სიტყვა-პასუხი ღმერთული, ნუ მიწყენ, თუ რამ წამომცდა, უხეში, უკუღმართული.
დილის საარზე გაკოცო, და გაგებუტო ღამითა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |