კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 03:59

 

 

 

ჰო-და, მეც დავეძებდი... რა არ ვნახე! რა ზღვები!

და რომ ვერსად ვიშოვე, გადავიჭერ ძარღვები

და რაც სისხლში აღმოჩნდა რკინა წმინდა, სპეკალი,

გადავადნე, შევქმენი ეს ბეჭედი, ეს რკალი,

შევისწავლე წახნაგვა, დავაყურსე და ბოლოს

რკინის რგოლი მოგიძღვენ შენ ჩემ სატრფო-საცოლოს.


შეიძლება ეგ ხელი ბევრი შრომით დაშავდეს:

შეეპაროს სიხმელე, დაიჭმუჭნოს, გაშავდეს, -

მაგრამ ბეჭდის ნაკვლევი, არათითზე მზირალი,

მუდამ ობლად იქნება, ვით გაჭრილი ფირალი,

თეთრი ზოლი, ძვირფასო, თეთრი ბროლის-ნაკვთება,

არასოდეს გვიმტყუნებს, არასოდეს ჩაკვდება!


მაგრამ მუდამ სიმღერა ხომ ბულბულსაც სწყინდება!

და ჩვენც: თუ მზის მაგივრად მთვარე გაგვიბრწყინდება;

თუ გადამცვლი! თუ გნახავ ჩემზე შენ ხელ-აღებულს

და მე კიდევ სხვა ქალთან კოხტას, ცელქს შელაღებულს,

გწამდეს: ბეჭდის ნაკვლევი, თითზე შემოგარსული,

მუდამ თეთრად იქნება, ვით ძვირფასი წარსული.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ