ო, ეს ლოდინი! ეს ლოდინი! კუბოა სწორედ სად არის, სადა ის ცბიერი, ის საძაგელი? აკი გუშინღამ, როს ერთმანეთს წავეამბორეთ, მითხრა: "ხვალ ამ დროს, ამავ ადგილს, მოდიო, გელი!"
შენ რად მეწვიე სასიკვდილო მუქი საცმელით? ჩაიქცა გული - ფიქრო! ფიქრო! ამდენ ლოდინით, ჩაიქცა გული ამდენ ფიქრით, ამდენ სათქმელით.
ის აღარ მოდის! - ეჰ, ამაოდ უყივის გრძნობა, ო, როგორ უღვთოდ დამიღუპეს მე მომავალი, ო, როგორ უღვთოდ მომიწამლეს ახალგაზრდობა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |