კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:25

 

 

 

დაეფარება ცას ნაცარი ნავულკანარი.

ღამე მშვიდობით. დაბინდებამ ფანჯარაზე იკლოს.

ჩაქრება ადრე ორღობეში ჭრაქი ფანარი,

და წელს ზამთარი სათამადოდ დარჩება ციკლონს.


ჭაობებიდან ამოაძრობს ყანჩა კვიპაროსს,

და ალილოზე წავა ჯოხით კვლავ დეკემბერი,

დავრაზავ კარებს რომ ბეჭედები არ მოიპაროს -

ხშირია ღამით ფანჯარასთან ქარი ბებერი.


ო, დედა ჩემო, კვლავ მიამბე მამაზე ძველი -

ახალგაზდობის ნაგიჟარი... ნაარაკალი.

ბზიალებს ჯარა ბუხრის პირას და უდარდელი,

დიდხანს აომებს ჭერში თაგვებს კენტი კაკალი.


მერე მამაჩემს გაუგზავნით - საჩუქარს ტაბლას

ესეც უყვარდა. ღვინოს დალევს იმ საიქიოს.

ძვირფასი ლანდი დაფარულად ჩამოდის დაბლა,

რომ გარდაცვლილმა სიცოცხლეზე შური იძიოს.


კოჭლი მთხოვარა კარზე ოთხ სიმს ააფანდურებს.

გრძელი ალილო და ბიჭები, - ასველებს მამალს.

დედას ჩასთვლიმა და ჯარასთან თავს აკანტურებს,

გამთბარი კატა დაიხურავს დედის ფესტამალს.


დაეფარება ოთასს ძილი. გამიამარებს

მამის სურათი მაგიდაზე მარტო მტირალი,

წავალ ვიგლოვებ და კვლავ ვტოვებ ძვირფას სამარეს

და დავალ გარეთ, როგორც ქურდი, ნაჯიბგირალი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ილო მოსაშვილი  • • •   ილო მოსაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ