კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 25 აპრილი 2025 05:50

 

 

 

სულში ნათელი ისე მიღამდა...

ეს ბედიც ჩემი ტყუპის ცალია;

როგორც შევძელი,

ისე მიყვარდა,

მე არ შემეძლო უფრო ძალიან.


ოცნებაც სულში ისე მიმიცხრა...

ღველფიღა შემრჩა -

კვამლის შემცველი;

ვინც ხელაღებით გადამივიწყა,

მეც დავივიწყე -

როგორც შევძელი.


ამ წუთისოფლის მთელი ავ-კარგი

დუღდა და სული კბილით მეჭირა,

არდასაკარგი

მაინც დავკარგე

და ვერ შევძელი

გადამერჩინა;


დავრჩი ამარა უფლის შეწევნის...

დრო კი მიფრინავს ქაფის მოგდებით...

ისე ვიცოცხლე -

როგორც შევძელი,

და როგორც შევძლებ -

ისე მოვკვდები!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვასილ ბესელია  • • •   ვასილ ბესელიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ