დავრჩი ერთგული შემოდგომის სევდიან ბედის, თუ ავენთები უძილობით ღამე მშვიდობის, მძიმდება ფერი უიმედოდ დამწვარ აბედის, ღამე მშვიდობის აღარა მწამს ვინმეს მინდობის.
მშვენის ბეჭედი საქორწინო ოქროსი ხელზე, უმნიშვნელოა და უაზრო სიტყვად ბრიყვები. ყველა იფიცებს ჩემს სხივოსან მზიან სახელზე.
ხომ მოუხდება ჩემს ლამაზ ცოლს ბროლის მაჯაზე, ღამე მშვიდობის მზე დილამდი დავიგვიანებ, რომ დავიჭრები სიყვარულით ცეცხლის ხანჯალზე.
ღამის თვალებში შემოდგომის ავი ტირილი. ტყეში ავაზაკს დედის ცრემლი მოაგონდება, რომ დაღამდება უსიცოცხლო ამოყვირილით.
ღამე მშვიდობის, გათენებას ველი სხვაგვარად, მთვარის უიღბლო ფერწასული შემოღამება, ძილში ჩამყვება გადატენილ საფლავის ჯვარად.
წმინდა ალერსიც არ უნახავს როსკიპის თვალებს, სხვას შავი ღამე რაღას მეტყვის, რას დამპირდება? ღამე მშვიდობის, ზეგ ავანთებ ცეცხლის მაშხალებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |