მან გადალანდა წყალში საყურე, ლურჯი ზღვა იგრძნობს ტანს ზამბახეულს და ეხლა სამი მოსამსახურე შეუმშრალებენ ნებიერ სხეულს.
სურნელებებით სავსე ფეშხუმი, და ეხვევიან ფეხებს დაღლილად თმების სინელე და აბრეშუმი.
დაიფარება ლალების ძგერით და აბინდდება ხიდი „რიალტო“, მოჯადოებულ სარკეში ცქერით.
მას, რასაც ჰქვია ბედი, ზმანება, რაც მას მოწყვეტით დააქანებდა და სწრაფი იყო ეს დაქანება.
როცა ლანდებით მოვიდა მთვარე და კვლავ ამაღლდა ხიდი „რიალტო“, და ძილს მიეცა ისევ მდინარე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |