ქრისტიანიც ვარ, ბუდისტიც, მაჰმადიანიც, მგონი... სამივე წმინდის მოძღვრებას ჩემი სინდისით ვწონი... მამა ღმერთს ჩემი გონება, სწვდება და ვერცა სწვდება... ფიქრი შენისლულ მყინვარის შუა კალთაზე წყდება... და მოგრუხუნებს თავდაღმა თავაშვებული ზვავი... მუსრავს ჯებირებს გზადაგზა, სიკვდილის ხმაზე ბღავის... და მეცოდება საბრალო, ჩემი პატარა თავი!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ წიკლაურის პოეზია |