კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 14:57

 

 

 

შემოდგომა ძალას კარგავს,

ოქტომბერი ილევა...

მზე მიწაზე ჩრდილებს ჰქარგავს -

ღრუბლის ჯოგი ირევა.

ამ თვლემას და გარინდებას,

არღვევს ბუზის ბზუილი...

ვფიქრობ - ირგვლივ რაც კი ხდება,

არის დიდი ტყუილი...

მოჩვენება, წარმოსახვა,

ფერთა ულევ გამაში...

მე და ბუზი, ცა და მიწა,

შუქ-ჩრდილების თამაში!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ