კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 22:57

 

 

 

ნუ გაწვრილდები და ნურც გაწყდები,

მეხსიერების ძაფო,

არრა მეტყობა გამოშრეტისა,

რაგინდ არ დავიძაბო.


ნათიბ მინდვრების მოაქვს ნათება

დილის ცას, ოქროცურვილს,

შიშიც არა მაქვს ხელმოცარვისა -

დაგუბებული ურვის.


მსხმოიარეა ხე ჩემი მოდგმის

და არც ბებრულად მცივა,

გაკიდული ხილვები ქარში,

ჩემგან ასხმული მძივად.


ლაჟვარდს მოვწურავ, რვალში, ნაჭედში,

გავურევ გიშერს, ქარვას...

მზით დაფერილი დარჩება სიტყვა,

თუ ყველაფერი წარვალს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ