კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 22:59

 

 

 

სიცოცხლის, ტოტზე რწევის,

ამოეწურათ ვადა;

ჩემს თვალწინ მოწყდა გუშინ

ორი ფოთოლი ჭადარს.

ყუნწები დააწყვილეს,

ფარფატი შეატყუპეს;

ერთი ასფალტზე გაწვა,

ერთიც - გაეკრა გუბეს.

ნატიფად ჩამოქნილებს

რა უნდა ექნათ მეტი -

დაწრეტილებმა, ორთა,

ერთი ირგუნეს ბედი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ