კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 29 აპრილი 2025 21:13

 

 

 

ქალზე და ლექსზე ვფიქრობდი,

რაც თავი მახსოვს ბავშვობით,

სასმელსაც ვეტანებოდი,

ვიყავი ჭიქის დამშრობი,

აჯილღა ცხენს რო ეკბინა,

არვიყავ ხელის გამშობი,

ქალს ფანჯრით შევუძვრებოდი,

თუ იყო კარის დამხშობი...

აწ სიბერე მჭირს, წავიდა

დრო ჩემი ხმალ-ქარქაშობის,

ჩავჯდები საკარცხულშია,

თავს დავიმძიმებ მახშვობით,

გარს შემოვიჭრი ქალებსა,

ვპოვე ვინ, ვინმეს გავშორდი,

ვიცინებ, ვიმხიარულებ,

მოვკვდები ამ თამაშობით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ბესიკ ხარანაული  • • •   ბესიკ ხარანაულის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ