კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 04:55

 

 

 

იმდენი გოგო მიყვარდა,

ვერ გავიხსენებ სიასა,

სადაც მე დავიმარხები,

ნეტა იმ ეკლესიასა!

არავის გავეყრებოდი,

თუ შემძლებოდა მეასა,

სუყველას დავიტოვებდი,

თეთრ-ყვითელ-შავკაბიანსა,

მაგრამ რა ვუყოთ, ცხოვრება

ფრთებს აცლის ჩიტსა ბწკლიანსა,

სუყველამ წლები წამართვა,

რა შესწევს ადამიანსა,

ერთი დღეც არ დაუტოვეს

პატარა გოგო ნიასა,

რომელსაც მე ვურჩევნივარ

თუთას, ბალსა და ქლიავსა…

სადაც მე დავიმარხები,

ნეტა იმ ეკლესიასა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ბესიკ ხარანაული  • • •   ბესიკ ხარანაულის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ