გრძელია ჟამი, ღვდელმსახურობს რაც ჩემი გვარი. ვინ დათვლის წირვას, რაოდენი გამოიყვანეს. ეხლაც ეზოს წინ დაღვრემილი მოსჩანს საყდარი, ეს გერბი არი, ამაყ მგოსანს რომ დამიხატეს.
მუნჯად ვუცქერი, ფსალმუნი სულში შეფრინდება და იმარხება. შავ ანაფორას მეწამული გადაკრავს ფერი და ვხვდები ეხლა, თუ ქალდეა რად მენატრება.
მე მზე ბრწყინვალე, მზის სადიდებლად აზიდული დიდი ტაძარი. ზვიად ქვის სვეტებს, თითქო ადნობს ჰანგი მხურვალე და მღერის მაგი, ვინც რომ ჩემი დაიწყო გვარი.
ასტარტა მწველი, ღვთისმშობლის ქება, ეხლა მამის ასველებს წვერებს. არ დალეულა ჩვენ მოდგმაში ჯერე მლოცველი, გადახდილ წირვის დათვლა თვითონ ღმერთს დააბერებს.
ჩამომავალზე, მე მაბეზღებენ, რომ მხედავენ აქამდისინ მშვიდს. და თუ ვეღარ ვთქვი ლიტურგია მე თავის თავზე, ქვეყანას მაინც გადაუხდი ერთხელ პანაშვიდს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |